National Hydrogen Association is a vector for hydrogen sector development in Georgia.

Renewable way

ჩვენ შესახებ

The National Hydrogen Association is a vector for hydrogen sector development in Georgia. It brings together Georgian and international entities to support collaborative research and development initiatives focused on promoting clean hydrogen project implementation.

მიზანი

წყალბადის ეროვნული ასოციაციის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დივერსიფიცირების და გლობალური ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული სექტორის განვითარების მხარდაჭერა

ჩვენ შესახებ

წყალბადის ეროვნული ასოციაცია 2021 წელს დაარსდა. ასოციაციის მთავარი მიზანია ქვეყანაში წყალბადის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაციის წევრები მრავალ დარგსა და სექტორს წარმოადგენენ, მათ შორის ენერგეტიკის, სამეცნიერო და ბიზნესს სექტორებს. ასოციაცია წყალბადის კვლევებისა და ამ სექტორის საქართველოში განვითარების წამყვან პლატფორმას წარმოადგენს. აქტიურად მიმდინაროებს საქართველოს სუფთა წყალბადის პოტენციალის მოკვლევა და განხილვა.

ჩვენი ხედვა

მაღალმთიანი გეოგრაფიული რელიეფიდან გამომდინარე, საქართველოს მრაველფეროვანი განახლებადი ენერგო რესურსის ათვისების შესაძლებლობა გააჩნია. საქართველოს ენერგეტიკის შიდა წარმოების 80% განახლებად ელექტროენერგიას წარმოადგენს. საქართველოს ბუნებრივი გარემო ქვეყნის ენერგო სექტორის დივერსიფიცირების საშუალებას იძლევა, მათ შორის ისეთი ენერგიის წარმოების, როგორიც არის ე.წ. "სუფთა“ (მწვანე) წყალბადი. საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი და ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა. ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის რეფორმები საერთაშორისო ენერგეტიკული თანამეგობრობის პრინციპებსა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ დასახულ საერთაშორისო მიზნებს ეყრდნობა. საქართველოს ბუნებრივი გარემო, სტრატეგიული პრიორიტეტები და საერთაშორისო ვალდებულებები თანხვედრაშია იმ საერთაშორისო იმპულსთან, რომელიც განაპირობებს გლობალურ ენერგეტიკულ გადასვლას სუფთა და განახლებადი ენეგრო წყაროების გამოყენებისაკენ. ეს გლობალური ტენდენცია წარმოადგენს ქვეყანაში წყალბადის სექტორის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს საფუძველს.

ჩვენი ორგანიზაციული სტრუქტურა

დამფუძნებელები

ასოციაციის გამგეობა

ასოციაციის წევრები

დამფუძნებლეთა კრება

წყალბადის ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელთა კრება შედგება ენერგეტიკის, სამეცნიერო კვლევებისა და ბიზნეს სექტორის პროფესიონალებისგან, ვინც ასოციაციის საერთო სტრატეგიულ მიმართულებას ზედამხედველობას უწევენ. საბჭო საკუთარი მიზნებს ასოციაციის გამგეობის მეშევეობით ახორციელებს. გამგეობა საბჭოს მიერ წარდგენილი წევრებისაგან შედგება. გამგეობის წევრნი სამი წლის ვადით ირჩევიან.

ასოციაციის გამგეობა

ასოციაციის გამგეობა ასოციაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს. გამგეობის ძირითადი ამოცანებია: პარტნიორობის განვითარება, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელობა, წევრეთა ღონისძიებების ორგანიზება, წყალბადის სექტორის მონიტორინგი და კვლევითი ანგარიშების გამოქვეყნება, საინფორმაციო მულტიმედიური კამპანიების შემუშავება.

ასოციაციის წევრები

ასოციაციის წევრები მრავალფეროვან პროფესიულ დარგებს წარმოადგენენ, მათ შორის ენერგეტიკის, ფინანსების, სამეცნიერო კვლევების, მენეჯმენტის დარგებს. წევრების პროფესიულ გამოცდილების საფუძველზე ასოციაციაში პერიოდულად სამუშაო ჯგუფების სესიები ტარდება. სამუშაო ჯგუფების მიზანია წყალბადის პროექტების პოტენციალის მოკვლევა და განვითარების პოტენციალის მხარდასაჭერა. სამუშაო ჯგუფებში საჭიროების შემთხვევაში ასევე თანამონაწილეობენ გარე პარტნიორები.

ჩვენი საქმიანობა

ქვეყანაში წყალბადის სექტორის განვითარებისათვის საჯარო და კერძო სექტორთაშორისი თანამშრომლობისათვის პლატფორმის უზრუნველყოფა. წყალბადის შესახებ ღონისძიებებისა და კონფერენციების ორგანიზება. წყალბადის ენერგიის შესახებ, ქვეყნის მასშტაბით, ცნობიერების ამაღლება და საინფორმაციო მასალის გავრცელება. წყალბადის სექტორის პერიოდული კვლევა და ანალიზი მსოფლიოს მასშტაბით. წყალბადის გარშემო საერთაშორისო მეცნიერული კვლევითი პროექტების მხარდაჭერა. წყალბადის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

ჩვენი წევრები

გაიცანით ჩვენი წევრები

ნაწილი ჩვენი 34 წევრისა: