„ასოციაცია კოლაბორაციული ინიციატივების მხარდამჭერი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიცირების მიზნით, ქვეყანაში სპეციალიზირებული ცოდნის და საერთაშორისო პროფესიული ქსელების განვითარებას ემსახურება.
წყალბადის გლობალური სექტორის წარმატებული განვითარება დიდწილად სუფთა წყალბადის წარმოებისა და გამოყენების ეფექტური გზების მოძიებაზეა დამოკიდებული. ამის გათვალისწინებით, ასოციაცია ყურადღებას ამახვილებს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებთან თანხვედრაში საქართველოში არსებული რესურსების ინოვაციურ განვითარებაზე და ამგვარად ქვეყანაში სუფთა წყალბადის სექტორის დანერგვაზე.
ასოციაციის მიერ შედგენილი პროფესიონალთა ქსელი ამ მისიის არსებით ნაწილს წარმოადგენს. ადგილობრივ შესაძლებლობებზე ორიენტირებული კვლევების მეშვეობით, ასოციაცია ქვეყანაში ინოვაციური და სუფთა ენერგო პრეოქტებისათვის საფუძვლის შექმნას უწყობს ხელს.”
ქეთევან პაპაშვილი
თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე
წყალბადის ეროვნული ასოციაცია
ჩვენი წევრები
გაიცანით ჩვენი წევრები
წყალბადის ეროვნულ ასოციაციაში გაწევრიანება შესაძლებელია ისეთი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელთაც წყალბადის და/ან მასთან დაკავშირებულ სექტორებში (ენერგეტიკა, გარემო, ტექნოლოგია, მეცნიერული დარგები და აკადემიური საქმიანობა) დადასტურებული ინტერესი და ჩართულობა ახასიათებთ.
წევრობაზე განაცხადის წარსადგენად გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ან კომპანიის/ორგანიზაციის პორტფელი შემდეგ მისამართზე: contact@h2association.ge .
წევრობის შესახებ დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ან შეავსოთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ფორმა.
ნაწილი ჩვენი 34 წევრისა:











